მაიკლ დიქსონი სეზონის ბოლომდე "რეჯიო ემილიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი კარიერას "რეჯიო ემილიაში" გააგრძელებს.

იტალიური კლუბის საიტი დიქსონთან შეთანხმების მიღწევას იუწყება, რომლის მიხედვით ის მათ გუნდში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.

დიქსონი ბოლოს ჰერცლიას "მაკაბიში" თამაშობდა, სადაც საშუალოდ 12 ქულას, 2.2 მოხსნასა და 4.3 პასს აკეთებდა.

28 წლის დიქსონი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.

"რეჯიო ემილიას" სპორტულმა დირექტორმა ალესანდრო ფროსინიმ განაცხადა, რომ ახალ მწვრთნელს სტეფანო პილასტინის სწორედ ასეთი ინდივიდუალისტი მოთამაშე სჭირდებოდა და ის გუნდს რთული ამოცანის გადაჭრაში დაეხმარება.

ეს რთული ამოცანა კი ელიტარულ
ლიგაში დარჩენაა, სადაც "რეჯიო ემილია" უკანასკნელ ადგილზეა.

დიქსონმა განაცხადა, რომ ერთი სული აქვს როდის ითამაშებს ახალ გუნდში და რეჯიო ემილიელთა მიზნის მისაღწევად თავს არ დაზოგავს.

შეგახსენებთ, "რეჯიო ემილიას" ღირსებას გასულ სეზონში მანუჩარ მარკოიშვილი იცავდა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
დააბრუნეთ საქართველოში
Grisha
21:47 13-02-2019
0

სიახლეები პოპულარული