საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა

AutoSharing Option
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2017-18 წლების სეზონი შეაჯამა. ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განვლილ სეზონში ფედერაციის მუშაობა შეაჯამა და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიებას დაესწრო მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. გიორგაძემ შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და ქართულ კალათბურთს მხარდაჭერა აღუთქვა.

პარალელურად, გაიმართა 2017-18 წლების სეზონის შემაჯამებელი ჟურნალის, რიგით მეშვიდე "წლის წიგნის" პრეზენტაცია.

ჟურნალში შეჯამებულია განვლილ სეზონში ქართულ კალათბურთში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ეს არის რიგით
მეშვიდე გამოცემა, რომელშიც ასევე თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება და აქტივობა, რომლის ორგანიზატორიც გასულ სეზონში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გახლდათ.

Sportall.Ge

შემაჯამებელ ღონისძიებას მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები, საკალათბურთო კლუბების ხელმძღვანელები, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაფიოზები
karapeta
09:24 11-04-2019
1

სიახლეები პოპულარული