გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს ამბავი დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გადაწყდა, სადაც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტთან ერთად აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს წევრები.

ესაა პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაციაში ქართველს ასეთ მაღალ თანამდებობაზე ირჩევენ.

ფიბა-ევროპის პრეზიდენტად კი კვლავ თურგაი დემირი აირჩიეს, რომელმაც არჩევნებში კომკურენტი, სერბეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დეიან ტომაშევიჩი დაამარცხა.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

სიახლეები პოპულარული