საქართველოს ნაკრები ძირითადად მდევრის როლში იყო, თუმცა მეტოქეს უთანაბრდებოდა და რამდენჯერმე წინაც გავიდა. ფრე იყო მატჩის ბოლო წუთზეც, როცა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ლატვიელებმა ორქულიანი ჩააგდეს და შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს - 21:19. თამაში შეწყდა, რადგან ბალტიისპირელებმა 21
საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ლაშა მიქელაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და ნიკა ნიკოლაიშვილი იცავდნენ, ულან ბატორში მიმდინარე მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფში 4 მატჩი გამართა, რომელთაგანაც ბელორუსს სძლია (21:16), ხოლო აშშ-სთან (19:21), მონღოლეთთან (16:18) და ლატვიასთან (19:21) დამარცხდა. ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადიოდა და ეს ადგილები 4-დან 4 მოგების მომპოვებელმა აშშ-მა და მონღოლეთმა (3-1) დაიკავეს.
საქართველოსა და ჯგუფიდან ვერგასული კიდევ 11 ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. მეოთხედფინალში გასული გუნდები კი შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
თურქეთი - მონღოლეთი
არგენტინა - უკრაინა
რუსეთი - რუმინეთი
აშშ - იტალია
არგენტინა - უკრაინა
რუსეთი - რუმინეთი
აშშ - იტალია
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით