რუსულმა საკალათბურთო გუნდმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
დღეს, 25 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი "ბლექ სი ქაფი" აიღებს სტარტს, სადაც მონაწილეობა 5 ქვეყნის 8 გუნდს უნდა მიეღო.

Batumelebi.netgazeti.ge-ს ინფორმაციით, რუსულმა კლუბმა "ლეგიონმა" ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

"ტურნირი ხვალ იწყება, ზეგ უკვე თამაში ჰქონდათ. მოგვწერეს, რომ ვერ ჩამოდიან. სუფთა სპორტული ხასიათის წერილი იყო, რომ რაღაც პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ ჩამოსვლასო და ბოდიში მოგვიხადეს. მათ თვითონ გამოთქვეს სურვილი თავის დროზე ტურნირში მონაწილეობის. ჩვენ ყველას ვიღებთ, ეს კალათბურთია", - ციტირებს აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებს
Netgazeti.ge.

რუსულ კლუბს ტურნირში ზაზა ფაჩულიას აკადემია ჩაანაცვლებს. "ბლექ სი ქაფი" 25-30 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ისეთივე უარია, როგორც ოლიმპიადაზე თქვეს თავის დროზე უარი
ჯჯჯ
14:56 25-06-2019
0
ეს იმათ გასგონათ, ვინც ჭყიჰინებს “სად სპორტი და სად პოლიტიკაო”
ნიკ
13:17 25-06-2019
1

სიახლეები პოპულარული