ნიკო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის მიერ გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ჯერ მოლდოვა გაანადგურა (71:37), დღეს კი კიდევ უფრო დამაჯერებლად გიბრალტარს სძლია – 73:35. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან შოტლანდიას შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს კვიპროსი და მოლდოვა შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან კესო ბარბაქაძემ ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 21 ქულა, 23
საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩს 20 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით