საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლისპრიზიორია. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალური მატჩი კვიპროსთან დათმო.

ქართველებმა კუნძულელებთან ვერაფერი გააწყვეს და სატიტულო მატჩი 38:75 წააგეს.

პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის ბოლოსაც კვიპროსელებმა იძალეს და პირველ ორწუთიან შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით (14:10) გავიდნენ. მეორე მეოთხედში კუნძულელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და 22:9 მოგებული ათწუთეულის შემდეგ დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდნენ – 36:19.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. კვიპროსელებმა გააგრძელეს აქტიურობა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. საბოლოოდ
კუნძულელებმა დიდი სხვაობით – 75:38 იმარჯვეს და C დივიზიონის ჩემპიონები გახდნენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ის ოძეკი ჯმატოკოტო ვინაა
Morris
12:56 22-07-2019
1
ჩვენი კალათბურთელი გოგონები კვიპროსის სუმოისტთა ნაკრებთან ვერაფერს გახდა. ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ქართველი გოგონები გადაიყვანა გაძლიერებულ კვებზე. ყოველდღიური ვარჯიში მოიცავს 50 ხინკლის, 5 კილო ხაშლამას და 3 ლავაშის გადასანსვლას! წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გოგონებს!
ლუკა
08:28 22-07-2019
2

სიახლეები პოპულარული