საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლისპრიზიორია. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალური მატჩი კვიპროსთან დათმო.
ქართველებმა კუნძულელებთან ვერაფერი გააწყვეს და სატიტულო მატჩი 38:75 წააგეს.
პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის ბოლოსაც კვიპროსელებმა იძალეს და პირველ ორწუთიან შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით (14:10) გავიდნენ. მეორე მეოთხედში კუნძულელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და 22:9 მოგებული ათწუთეულის შემდეგ დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდნენ – 36:19.
მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. კვიპროსელებმა გააგრძელეს აქტიურობა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. საბოლოოდ
კუნძულელებმა დიდი სხვაობით – 75:38 იმარჯვეს და C დივიზიონის ჩემპიონები გახდნენ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით