ვეტერანთა ნაკრებმა იტალიასთან წააგო და ჯგუფიდან გასასვლელად პოლონეთს შეხვდება

AutoSharing Option
ფინეთში მიმდინარე მსოფლიოს ვეტერანთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. ქართველების მეტოქე იტალია გახლდათ, რომელმაც პირველ ტურში პოლონეთი გაანადგურა. საქართველოს კი იტალიასთან მატჩამდე კოლუმბია ჰყავდა დამარცხებული და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ინაღდებდა. სამწუხაროდ, მატჩი იტალიელთა გამარჯვებით – 81:74 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში 11-11 ქულით საუკეთესო შედეგი პაატა გურასპაულმა და გულივერ ახალკაცმა დააფიქსირეს. 10 ქულა მოაგროვა ზაზა ღონღაძემ, ხოლო 9-9 ქულა ამბროსი ორმოცაძემ და ალექსანდრე ფერიაშვილმა მიითვალეს. 7 ქულა დავით გიორგობიანის, ხოლო 5-5 ზაზა ცაგარეიშვილისა და ლევან წულაიას ანგარიშზე დაგროვდა.

ჩვენი ჯგუფის
მეორე შეხვედრაში პოლონეთმა კოლუმბიას 83:55 მოუგო.

29 ივლისს საქართველო პოლონეთს შეხვდება და ამ მატჩის გამარჯვებული იტალიასთან ერთად ჯგუფიდან გავა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული