NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/ZazaPachuliaBasketballAcademy/

საქართველოს NBA-ს ლეგენდა დირკ ნოვიცკი სტუმრობს. იგი ფაჩულიას მოწვევით ჩვენს ქვეყანაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა.

3 აგვისტოს კი ზაზა ფაჩულიას აკადემიას ესტუმრა და ბავშვებს საკუთარი კარიერის რამდენიმე საინტერესო დეტალი უამბო, მათ შეკითხვებზეც უპასუხა და ვიდრე საქმე ავტოგრაფებამდე მივიდოდა, უზარმაზარი ტორტი გაჭრა. ტორტს ზედ დირკი და ზაზა ეხატა.


ბოლოს კი ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა:

"რამდენიმე დღეა, საქართველოში ვარ. ზაზა დიდებული მასპინძელია, ქართველი ხალხიც ძალიან თბილი და კეთილმოსურნეა, დიდი გული აქვს.

ამერიკაში ზაზა ფაჩულია ბევრს მიამბობდა
თავის სამშობლოზე. ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა საქართველოს კულტურასთან უშუალო შეხება, მისი გაცნობა. მაქვს კიდევ რამდენიმე დღე, რომ კიდევ მეტი რამ გავიგო საქართველოზე.

ზაზა ძალიან ბევრს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის, მას ბევრი პროექტი აქვს, რომლებზეც ხშირად მიზიარებს საკუთარ მოსაზრებას. ძალიან ეხმარება ბავშვებს. დიდი გული აქვს.

მადლობა თქვენ, ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის", - აღნიშნა ნოვიცკიმ.

წყარო: lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზას რომ
კაცი შეაგინებს, არ უნდა მ---ნა? რამდენს ლანძღავდნენ თუ გახსოვთ, ბოლოს რომ ისე მაგრად ვეღარ თამაშობდა ნაკრებში, არადა ჩვენი ნაკრები თუ არის ამჟამად ანგარიშგასაწევი ძალა, უდიდესია ზაზას წვლილი ამაში, როგორ ჩამორბოდა ამერიკიდან, რომ ჩვენი ნაკრები შეეკრა ერთ მუშტად და თვითრწმენა ჩაენერგა ახლებისთვის! ზაზა არის დიდი ქართველი და მორჩა!!!
ბმბ
16:16 05-08-2019
0
დირკი იყო პირველი ევროპელი, ვისი ლიდერობითაც დალასმა მოიგო ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ევროპელ კალათბურთელებზე მოთხოვნა, ის არის ჩემის აზრით საუკეთესო ევროპელი ვისაც ამერიკაში უთამაშია, მართლაც ცოცხალი ლეგენდა. მადლობა კიდევ და კიდევ ზაზას, როგორი ჟინით და სამშობლოს სიყვარულით ანთებული გადიოდა პარკეტზე ნაკრების მაისურით, ასევე აგრძელებს ქვეყნის რეკლამას და ძალიან ბევრ სასარგებლო პროექტებს ახორციელებს, ღმერთმა დალოცოს ამისათვის თავის ულამაზეს ოჯახთან ერთად!
llcl
14:21 05-08-2019
0

სიახლეები პოპულარული