აშშ-ის ნაკრები ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ის ნაკრები კალათბურთში მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ავსტრალიასთან მატჩში დამარცხდა.

ამხანაგური მატჩი მელბურნში 52 ათასი მაყურებლის წინაშე გაიმართა და ანგარიშით 98:94 დასრულდა.

გამარჯვებულთა შორის 30 ქულა პატრიკ მილსმა ჩააგდო, ხოლო აშშ-ში 22 ქულა კემბა უოკერმა მიითვალა, ოლო ჰარისონ ბარნსმა 20.

ეს წაგება აშშ-ის ნაკრებისთვის საერთაშორიოს ტუნირზე ან ამხანაგურ მატჩში პირველი აღმოჩნდა 2006 წლის შემდეგ. 13 წლის წინ ამერიკელები საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის ნაკრები დიდ ტურნირებზე არ დამარცხებულა. აშშ-ის ნაკრები, რომელიც NBA-ს კალათბურთელებისგან შედგებოდა ზედიზედ 78
გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული