ვიქტორ სანიკიძე ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის - "არისის" სპორტული დირექტორი გახდა.

სანიკიძე გასულ სეზონში საქართველოს A ლიგაში მოთამაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის პრეზიდენტი იყო, რომელიც ფინალში გავიდა და სუპერლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სანიკიძე ათენის "არისში" 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიეზი.

სანიკიძეს ევროპის არაერთ სახელგანთქმულ კლუბში უთამაშია. წლების მანძილზე ის ფრანგული "დიჟონის", ესპანური "სარაგოსასა" და "ესტუდიანტესის", იტალიური
"ვირტუსისა" და "სიენას", ასევე რუსული "უნიკსისა" და თურქული "ანკარას" ღირსებას იცავდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ ნეტავ დაენიშნათ სპორტულ დირექტორად ანუ ჯიემად. ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს მხოლოდ სამწუხაროდ. მაგრამ ეგეც კაია
Degraf
23:46 24-08-2019
0
ვა რა მაგარი კალათბურთელი იყავ ვიკა.მაგრად მომწონდა.მადლობა და წარმატებები.არასოდეს დამავიწყდება მონტენეგრისთან ჩაგდებული სამქულიანი.
Jordan Beli
22:09 24-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული