ინფორმაცია საქართველოში გასამართი 3X3 კალათბურთში ევროპის თასის შესახებ

AutoSharing Option
მომზადებულია: gbf.ge

როგორც იცით, პირველად, საქართველო 3X3 კალათბურთში FIBA-ს ევროპის თასს უმასპინძლებს 18-წლამდელებს შორის.  ჩემპიონატი 6, 7 და 8 სექტემბერს, თბილისში, რიყის პარკში გაიმართება.

ღონისძიება FIBA-ს სტანდარტების, სპეციალურ 3X3 კალათბურთის მოედანზე ჩატარდება, რომელიც რიყის პარკის დიდ შადრევანზე გაიშლება.

ევროპის თასზე ევროპის 16 ქვეყნის 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საქართველო, რომელიც ტურნირზე გოგონებისა და ბიჭების ნაკრები გუნდებით წარდგება.

ევროპის თასის ფარგლებში, ჩემპიონატის მსვლელობის სამივე დღეს, 6, 7 და 8 სექტემბერს, რიყის პარკის ტერიტორიაზე გულშემატკივრებისთვის და ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი ზონები და
გაიყიდება სხვადასხვა სახის პროდუქცია.


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული