ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.
"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.
როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!
შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.
ზაზა ფაჩულიამ ქომაგებს მიმართა - ყველაზე მთავარი თქვენი სიყვარულია
ზაზა ფაჩულია: შესანიშნავი დღეა "უორიორსში" ახალი ეტაპის დასაწყებად
ზაზამ კარიერის ბოლო წლეები საუკეთესო ფორმაში , საუკეთესო გუნდში გოლდენ სტეიტში გაატარა და საქართველოს ნაკრებში აღარ უთამაშია ... რატომ ? ფედერაციამ უთხრა უარი ?
რა თქმა უნდა ეს , მხოლოდ ზაზას გადაწყვეტილება იყო !
და რატომ ზაზა ? ნუთუ სამშობლოს აღარ სჭირდებოდა შენი დახმარებაა ?
მანამდე ხომ მთელი ქვეყანა და ქართული საზოგადოება გვერდში დაგიდგა ოლ სტარში ხმების მოსაპოვებლად ... ფედერაცია ხომ თავისთავად ...
რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ ზაზა !!!