ზაზა ფაჩულიას მეუღლე: დიდხანს ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.

"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.

როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!

უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას.

შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.


მკითხველის კომენტარები / 34 /
შეოძლება ასი პროცენტით მართალია, მარა ცოლის საქმე არაა ეგ და ცოლის სალაპარაკო სახალხოდ.
ჯეკო
07:04 11-09-2019
3
აუ, ეს ვინ ყოფილა. რა ცოლი, რის დედა და ბებია. ჭრიკიშვილს გადაახტა თავზე ცოლი და ავტორიტეტი დაუგდო თავისი ფეისბუქის კომენტარებით. ზაზასაც იგივე მოსვლია. რაც ფაჩულიას სახელმწიფომ და ფედერაციამ გაუკეთა. მრავალმილიონიანი დარბაზი უფასოდ გდასცეს. მიუხედავად ამისა, ბავშვებს საკმაოდ ძვირად ამზადებს. "სპორტის რაინდი"-ს ორდენი გადაეცა. ზაზას მხარდამჭერ ღონისძიებებს ატარებდნენ "ოლ სტარის" ხმის მიცემაზე და უამრავი სხვა. კაცი 5 დღის წინ წავიდა დიდი კალათბურთიდან. რა გჭირთ, იტყვიან ალბათ რამეს. მით უმეტეს, არც საკლუბო სეზონია, არც ეროვნული ნაკრების შეკრება. მართლა სირცხვილია, მეუღლე რომ ასეთ რამეს წერს!
მიშა
12:25 10-09-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული