ჩვენო ზაზა - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც ზაზა ფაჩულიას კარიერის დასრულებას ეხება.

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავისი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ვეტერან კალათბურთელებზე ზრუნვას და მათ მიერ ეროვნულ ნაკრებსა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე ქვეყნისა და კალათბურთის პოპულარიზაციისათვის გაწეული დიდი შრომის ღირსეულ დაფასებას.

ფედერაციის სტრუქტურებში შექმნილია სპეციალური ვეტერანთა დახმარების ფონდი. ვეტერანი კალათბურთელები, მათი სურვილიდან გამომდინარე იღებენ მონაწილეობას ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ჩვენი საერთო მიზანია მათ მიერ ქვეყნისათვის გაწეული სამსახურის მომავალი თაობებისათვის მართებულად მიწოდება, რამეთუ ისინი აღიზარდონ იმ ფასეულობების ერთგულ
ადამიანებად, რაც დაამკვიდრეს და არაერთხელ დაანახეს ჩვენმა კალათბურთელებმა საერთაშორისო თუ საქართველოს საზოგადოებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაამთავრეს თამაში ქართული კალათბურთის ოქროს თაობის ბიჭებმა. მათი და ფედერაციის თანამშრომლების უდიდესი შრომისა და თავგანწირვის შედეგია ის, რომ ქართული კალათბურთი უკვე ზედიზედ მეხუთედ არის წარმოდგენილი ჩვენი კონტინენტის უმთავრეს ღონისძიებაზე, ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მოიპოვა უფლება, უმასპინძლოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს თბილისში. ტარდება მრავალი საერთაშორისო ტურნირი და ქართული კალათბურთი გახდა ანგარიშგასაწევი ძალა როგორც საერთაშორისო ჩემპიონატებზე, ასევე FIBA-ს სტრუქტურებში. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა!

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა მოთამაშის საკალათბურთო კარიერა, რაც ერთმნიშვნელოვნად გულდასაწყვეტი ინფორმაციაა ქართული სპორტის ქომაგებისა და მთელი საზოგადოებისთვის.

ზაზა წლების განმავლობაში იყო იმ ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ამდენი სიხარული და წარმატება მოუტანა ქართულ კალათბურთსა და ქართველ ხალხს. ფასდაუდებელია მისი, ვიქტორ სანიკიძის, მანუჩარ მარკოიშვილისა და სხვათა ღვაწლი (სამწუხაროდ, მათაც დაუდგათ აქტიურ კალათბურთთან განშორების დრო) ჩვენი ქვეყნისა და სპორტული სამყაროს წინაშე.

სწორედ მათ მაგალითზე, თავდადებულ შრომისმოყვარეობაზე, ქვეყნის სიყვარულსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გეგმავს და განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს მათ მიერ განვლილი სპორტული გზა. დავაფასოთ და მომავალ თაობებს დავანახოთ, თუ რამხელა შრომისა და თავდადების ხარჯზე არის შესაძლებელი წარმატებების მიღწევა, რომ მხოლოდ თავიანთი პირადი სურვლების მეორე პლანზე გადაწევით, თავმდაბლობითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი მაღალი მწვერვალების დაპყრობა და ხალხის სიყვარულის მოპოვება!

ჩვენო ზაზა, ჩვენთვის დიდი პატივია შენი ღვაწლის დაფასება ქართული კალათბურთის წინაშე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვაცნობოთ საზოგადოებას.

დიდი მადლობა, ზაზა! დიდი მადლობა, ბიჭებო!", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ცოტა ხომ არ დაგიგვიანდათ განცხადებები???? ვაი რა გეშველებათ.
Gyro
11 სექტემბერი 2019 22:10
1
დარბაზის მშენებლობას როდის დაიწყებტ ტუ მერე ჩქარა ფორსმაჯორსი უხარისხოდ გააკეტებტ
შოთა გუგეშაშვილი
10 სექტემბერი 2019 03:32
0
მაინცდამაინც ვეტერანი კალათბურთელის მეუღლემ უნდა გამოთქვას გულისტკივილი, რომ გამოფხიზლდეთ!
ლუკა
10 სექტემბერი 2019 00:28
2
ნუ თვალმაქცობთ
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 22:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული