არბიტრ მაკა კუპატაძეს და კომისარ/ტექნიკურ დელეგატ მერაბ რატიშვილს დატვირთული ზაფხული ჰქონდათ. ისინი ევროპის სხვადასხვა ასაკობრივ და ქალთა ჩემპიონატებს მოემსახურნენ. ამ ტანდემისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება მომავალი სეზონიც და ვიმედოვნებთ, ასევე მალე ჩაერთვებიან საქმეში ფიბას ლიცენზიის ახლახან მიმღები საქართველოს მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლები – მიხეილ ვართანოვი
წარმოგიდგენთ არბიტრ მაკა კუპატაძისა და კომისარ-ტექნიკური დელეგატის, მერაბ რატიშვილის მიმდინარე თვის ევროგრაფიკს:
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. 26 სექტემბერი. ნოგინსკი (რუსეთი)
სპარტაკი (ნოგინსკი, რუსეთი) – ქაისერი (თურქეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ვი-თი-ბი გაერთიანებული ლიგა. 1-ლი ოქტომბერი. ჟელენა გურა (პოლონეთი)
ჟელენა გურა (პოლონეთი) – ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)
ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. 3 ოქტომბერი. ქაისერი (თურქეთი)
ქაისერი (თურქეთი) – სპარტაკი (ნოგინსკი, რუსეთი)
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით