ამ მატჩის შედეგი თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ მცირე სენსაციას. დინამოელები მატჩის დასრულებამდე 3,15 წუთით ადრე 12 ქულით – 84:72 იგებდნენ, თუმცა მატჩის დარჩენილი დრო 0:14 წააგეს და საბოლოოდ 84:86 დამარცხდნენ.
ბოლო წუთზე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა დენზელ ლივინგსტინმა 6 ქულა ჩააგდო, საიდანაც ბოლო,
რუსთაველები ბოლო ტურში, 7 ოქტომბერს "კაკტუსს" შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ, არადა, სამივე გუნდს ქულების თანაბარი ოდენობა დაუგროვდება და ადგილები ბურთების შეფარდებით განაწილდება.
ანალოგიური სიტუაციაა “ა” ჯგუფში, სადაც გუშინ თსუ-სთან წაგებულმა "ოლიმპმა" დღეს "ქუთაისს" უდაძაბულეს, 2 ოვერტაიმიან ბრძოლაში 118:108 მოუგო. ამ ჯგუფის ბოლო მატჩში თსუ "ქუთაისს" შეხვდება და იმერული კლუბის გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდება.
ერთადერთი, რაც დღევანდელ ტურში გაირკვა, ის გახლავთ, რომ სუპერლიგის დებიუტანტი "ვერა" პლეი-ოფში ვერ გავა. ვერელებმა მეორე მატჩიც წააგეს, ამჯერად "ბათუმთან" – 67:76 და ჯგუფში მესამე ადგილს ვერ ასცდებიან. შესაბამისად, "ბათუმისა" და "ტიტების" ხვალინდელ მატჩში ნახევარფინალის საგზური გათამაშდება.
აქვე დავაზუსტებთ, რომ პირველ ადგილებზე გასულებთან ერთად ნახევარფინალის მე-4 საგზურს ჯგუფებში საუკეთესო მეორეადგილოსნები მოიპოვებენ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით