ნატალია ოთხმეზურის წარმატებული დებიუტი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

AutoSharing Option
ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ქართველი გოგონას წარმატებული დებიუტი შედგა. ნატალია ოთხმეზურმა კასპერის კოლეჯის გუნდ “თანდერბერდსში” 1-ელ და 2 ნოემბერს 2 მატჩი ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ჯუნიორ კოლეჯების ლიგის სეზონის პირველ შეხვედრაში კასპერის კოლეჯი "ტრინიდად სტეიტს" შეხვდა და 80:49 სძლია, ხოლო მეორე დღეს ოთხმეზურის გუნდმა "ოტერო ჯუნიორ კოლეჯიც" დაამარცხა – 89:74, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

"ტრინიდადთან" შეხვედრაში ნატალიამ 14 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 სამქულიანი და 3-დან
2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. მომდევნო მატჩში ოთხმეზურმა მოედანზე უკვე 23 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "ოტერო კოლეჯთან" 89:74 მოგებულ მატჩში ნატალიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. კასპერის კოლეჯში ოთხმეზურის თანაგუნდელია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანა ქავთარაძე, რომელმაც ტრინიდადის კოლეჯის წინააღმდეგ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ხოლო "ოტეროსთან" მოედანზე არ გასულა.

2-დან 2 მოგებით "კასპერ თანდერბერდსი" თავის კონფერენციაში ლიდერია. შემდეგი მატჩი ოთხმეზურის გუნდს 5 ნოემბერს, "ნორსისტერნ ჯუნიორ კოლეჯთან" ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული