ფიბა-ს ახალი არბიტრის, მიხეილ ვართანოვის დებიუტი სტამბოლში შედგება

AutoSharing Option
ფიბა-მ თავის ორგანიზებულ ტურნირებზე ნოემბრის დასასრულისა და დეკემბრის პირველი ნახევრის მსაჯ-კომისართა ნომინაციები შეადგინა. ეს დანიშვნები იმითაა ჩვენთვის გამორჩეული, რომ მასში პირველად მოხვდა ქართული მსაჯთა კორპუსის წარმომადგენელი, მიხეილ ვართანოვი.

ვართანოვს ფიბა-ს ლიცენზია 3×3 კალათბურთის განხრით ჰქონდა, სტანდარტული, 5×5 საკალათბურთო მატჩს კი არასდროს მომსახურებია. მან ფიბა-ს ლიცენზია ოფიციალურად ოქტომბრის თვეში მიიღო და პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელსაც იმსაჯებს, ქალთა ევროპის თასის სტამბოლში გასამართი მატჩი იქნება, რომელშიც “გალათასარაი” პოლონურ “არტეგოს” დაუპირისპირდება.

ტრადიციულად, დატვირთულები არიან ფიბა-ს სტაჟიანი ქართველი არბიტრი მაკა კუპატაძე და ერთადერთი ქართველი ფიბა-ს
კომისარ-დელეგატი მერაბ რატიშვილი. ქართველი მსაჯებისა და კომისრის დანიშვნების სრულ სიას ცალკე წარმოგიდგენთ:

მაკა კუპატაძე (მსაჯი)
27 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – ბერეტა ფამილია სკიო (იტალია)

4 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. კურსკი (რუსეთი)
დინამო (კურსკი, რუსეთი) – შოპრონი (უნგრეთი)

5 დეკემბერი . ქალთა ევროპის თასი. ვიდნოე (რუსეთი)
სპარტა (ვიდნოე, რუსეთი) – მბა (მოსკოვი, რუსეთი)

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
4 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – არტეგო (ბიგდოშჩი, პოლონეთი)


5 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – პრიშტინა (კოსოვო)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)
27 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ვიდნოე (რუსეთი)
სპარტა (ვიდნოე, რუსეთი) – პრიშტინა (კოსოვო)

28 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. მოსკოვი (რუსეთი)
მბა (მოსკოვი, რუსეთი) – ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი)

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული