არც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, დაასახელა დარბაზი, სადაც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.

"მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ფიბას სტანდარტების შესაბამისი დარბაზი აგვეშენებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, იყო მათი მხრიდან მზადყოფნა.

პირველი, რაზეც ვსაუბრობდით, დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა. მეორე, რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია. საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რაც მშენებლებს იანვარში
რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს.

რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისაღები. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა ავსტრიას გადაეცეს.



მკითხველის კომენტარები / 32 /
ანუ გამოდის რო ოლიმპიურის დაკეტვით ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი გადაიდება ასევე ფუტზალი და კიდევ სხვა სახეობები. მადლობა მთავრობას! ამ პატივისცემას 2020 გადაგიხდით!
a.a.
23 დეკემბერი 2019 15:51
11
ისე არც გამკვირვებია დარწმუნებული ვიყავი რამე სამარცხვინოს გააჩალიჩებდნენ..რატო იხეოდით ერთ ადგილზე რაში გვინდოდა ამ ჩემპიონატის წამოღება რო ბოლოს თავზე დაგვე...?
გულშემატკივარი
23 დეკემბერი 2019 15:38
1
Eg darbazi kiara kvazimondo gamogivat da jobia dautmot avstrielebs bicho tu argaq marifati saga mizvrebi
zaza
23 დეკემბერი 2019 15:35
2
სასაფლაოზე ევროპის ჩემპიონატი გლიჯავს...
გულშემატკივარი
23 დეკემბერი 2019 15:34
1
სირცხვილია სირცხვილი და მეტი არაფერი...საქართველოში კალათბურთი ნელ ნელა ბერდება და მალე აღარც იქნება ...ასეთი დამოკიდებულებით
მმ
23 დეკემბერი 2019 15:33
4
საქართველოში არ უნდა ჩარტარდეს...ან რატო მისცეს უფლება ჩატარების...ამათ ფონზე
sos
23 დეკემბერი 2019 15:31
7
)))))))))))))
პაბლო
23 დეკემბერი 2019 15:14
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული