დღეს, 23 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, დაასახელა დარბაზი, სადაც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.
"მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ფიბას სტანდარტების შესაბამისი დარბაზი აგვეშენებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, იყო მათი მხრიდან მზადყოფნა.
პირველი, რაზეც ვსაუბრობდით, დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა. მეორე, რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია. საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რაც მშენებლებს იანვარში
რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისაღები. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა გურასპაულმა.
შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა ავსტრიას გადაეცეს.