არც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, დაასახელა დარბაზი, სადაც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.

"მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ფიბას სტანდარტების შესაბამისი დარბაზი აგვეშენებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, იყო მათი მხრიდან მზადყოფნა.

პირველი, რაზეც ვსაუბრობდით, დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა. მეორე, რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია. საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რაც მშენებლებს იანვარში
რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს.

რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისაღები. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა ავსტრიას გადაეცეს.



მკითხველის კომენტარები / 32 /
რაც პოლიტიკურ ნაწილს ეხება ვინც გადასაგდები იყო ის გადააგდეს და ვისაც ჭირდება ეს პროპორციული არჩევნები თავის სახელით ისაუბროს და ხალხის სახელით სპეკულირებას მოეშვას ზოგადად ერთმა უღირსმა მეორე მასზე უფრო დიდი უღირსები გადააგდო რომლებსაც არაერთხელ ყავთ მთელი ერი გადაგდებული და მოტყუებული და მორჩა. მეორე რბილად რომ ვთქვათ ცუდად გამოუვიდა გურასპაულს და ვინც მის უკან იდგა იმ ხალხსაც მაგრამ არამგონია ამით ჩამოერთვად ჩატარების უფლება რადგან როგორც თვითონ თქვა ჩამოსულები იყვნენ ფიბადან და დარბაზის გადაკეთების პროექტიც ნახული აქვთო თორე ტყუილ უბრალოდ მაგ დარბაზს არავინ დაანგრევს და არევს მაშვინ დატოვებდენ ისე როგორც არის. მე ეს იდეა არ მომწონს მაგრამ რაცარი ეგარი.რაც შეეხება ძველი დარბაზის მეპატრონის დაბარებას და გაკულაკებას ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ეს დრო წავიდა და აღარასოდეს არუნდა დაბრუნდეს როცა მისცეს 2007 ში მაშვინ სად ვიყავით რას ვაკეთებდით თან ოცდაათი წლით ხმა რატო არ ამოვიღეთ.
zaza
16:04 24-12-2019
9
მე პირადად ასეთ განცხადებას კი არ გავაკეთებდი არამედ იმის მერე რაც თქვენ ხალხს პირობა მიეცით რომ ახალ დარბაზს ააშენებდით ევროპის ჩემპიონატისთვის--გადავდგებოდი და ბოდიშსაც მოუხდიდი რომ პირობა ვერ შევასრულე.და თუ რატო მოხდა ასე,ამას აუხსნიდი.მარამ როგორ გიჟდებით ამ სკამზე.რა ძალაა აქვს ასეთი,რომ თუ იქ ერთხელ ჩაჯექი მერე მორჩა,ადამიანი კარდინალურად იცვლება
კახა ქ.
14:17 24-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული