არც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, დაასახელა დარბაზი, სადაც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.

"მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ფიბას სტანდარტების შესაბამისი დარბაზი აგვეშენებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, იყო მათი მხრიდან მზადყოფნა.

პირველი, რაზეც ვსაუბრობდით, დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა. მეორე, რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია. საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რაც მშენებლებს იანვარში
რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს.

რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისაღები. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა ავსტრიას გადაეცეს.



მკითხველის კომენტარები / 32 /
სამარცხვინო ხარ გურასპაულო სამარცხვინო, ნორმალურად კომენტატორობაც არ გეხერხება. ევროპა თქვენ ვინ გონიათ? თავს მოგატყუებიNებთ? რა ტქმა უნდა ცჰამოგვართმევენ მასპინძლობის უფლებას, თითკმის დარწმუნებული ვარ ამაში თუ ახალი დარბაზი არ იკნება.ზარზეიმით წარადგინეთ ახალი დარბაზის გეგმა და ეხლა ვერ ასწრებთ?! საინტერესოა ვისგან ისწავლეთ გადაგდება...
zvio
23 დეკემბერი 2019 20:29
1
არაფერი გასაკვირი, ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ერთხელი გადამგდები მუდამ გადამგდები!
!
23 დეკემბერი 2019 19:33
3
ერთი კიარა 2 და 3 დარბაზი უნდა აგეშენებინათ .აზზე ხარ ევროპის ჩემპიონატია ევროპის ამითი უნდა გაგივნოს ხალხმა ამითი უნდა მოაწონო და წარმოაჩინო თავი. თქვენ კიდე რას ალეთებს 1 დარბაზი ვერ ააშენეთ. ივნისი თუ ივლისში იყო ეს კენჭისყრა როგორც მახსოვს და იმის მერე რამდენი დრო გავიდა რამდენი ანდა ყველა თუ თანახმაა შენც სახელმწიფოც ალბათ ნავიონალებმა გითხრეს უარი და ვერ აშენებთ. ფუუუ ....
rodemdeeee
23 დეკემბერი 2019 18:04
6
რა უნდა ვთქვა.. სირცხვილია!
beqnu
23 დეკემბერი 2019 17:49
1
სირცხვილი ის არ არის ნახევარი მოსახლეობა ევროპასჰი მოსაპარად როა ცასული? ამისთვის უნდოდათ უვიზო მიმოსვლა
lasha
23 დეკემბერი 2019 22:12
13
მე არ მინდა ამ ადამიანის დამცველად გამოვიდე, უბრალოდ ვერ დავიჯერებ რომ ამ ადამიანზე მაგრად ვინმეს უნდოდეს ხუთიანზე ყველაფრის გაკეთება. წარმატებები !
Dato.s
23 დეკემბერი 2019 17:22
16
ესეთი უნამუსობა როგორ შეიძლება? პრეზიდენტი ჩაიყვანე თავდებში დაიყენე სახელმწიფო ყველაფერი და .... იმიჯი? რეპუტაცია? მიცემული სიტყვა? ყველაფერში როგორ უნდა გადაგვაგდონ? თფუი როგორ უნდა გამოყოთ თავი რა უნდა უთხრათ მოგატყუეთ რო ევრობასკეტისთვის გვემასპინძლაო?)))))) სირცხვილია .... ბათუმში დინამოს აუშენდა 1 წელიწადში 20 ათასიანი სტადიონი და თქვენ ერთი დარბაზი ვერ უნდა ააშენოთ?..... მრცხვენია უკვე !
კაკო
23 დეკემბერი 2019 16:56
2
მეგობარო , პაატას ვინ ეკითხება რამეს ? გაცილებით ზემოთ არის ძალის თავი დამარხული !
კახაბერი
23 დეკემბერი 2019 21:06
5
ყველა სფეროში ერთი და იგივე პრობლემები აქვთ.დავბრუნდით საბჭოთა კავშირში.
გია ჯაში
23 დეკემბერი 2019 16:46
8
Rodis iyavi gasuli rom isev ukan brundebi.
Maxo
23 დეკემბერი 2019 17:05
5
Zveli Sportis sasàxle kerzoa da vis yremonteb tualets tore misi gaketeba da gamoyeneba yvelaze kargi variantia
zaza
23 დეკემბერი 2019 16:42
2
ჰოდა თუ კერძოა დაიბაროს ბიძომ და უცებ გადაწყვეტენ ამ საკითხს. თუ ბიძოს რაღაც მიზეზით არ უნდა აქ რომ ჩატარდეს, ეს სხვა საკითხია. მოკლედ გურასპაულო, თქვი რასაც მალავ.
emigranti
24 დეკემბერი 2019 01:40
2
გადამგდებმა მთავრობამ ყველა ყველგან გადააგდო. გურასპაული თვითონ ხომ ვერ აიღებდა თავის თავზე ევრო 2021 ჩატარებას?
D
23 დეკემბერი 2019 16:30
14
და რა ჭირს სპორტის სასახლეს? ტუალეტის გარემონტებას რა უნდა?
sdfffff
23 დეკემბერი 2019 15:54
3

სიახლეები პოპულარული