წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო

AutoSharing Option
23 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ცნობილი გახდა, რომ თურმე საქართველოში ევრობასკეტი 2021 წლისთვის დაპირებული არენა არ აშენდება.

2019 წლის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რომელმაც დადებითად განაწყო საქართველოში ადამიანები, სწორედ ეს იყო, რომ საქართველო ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებდა და ქვეყანაში ახალი არენა აშენდებოდა.

ახალი არენის აშენებაზე მეტი სიხარული უფრო იმ ფაქტმა მოგვგვარა, რომ ასეთი დონის ტურნირს ვუმასპიძლებთ, თუმცა მაშინ მთავრობის იმდროინდელმა წევრებმა და ამჟამინდელმა საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ საქართველოში ახალი არენა აშენდებოდა.

ყველა ოფიციალური პირის განცხადებაში
ფიგურირებდა ეს ინფორმაცია, რომ თბილისს ახალი არენა ექნებოდა, მაგრამ დაპირება ალბათ (რაღა ალბათ) უკვე აღარ შესრულდება.

და ისე გამოვიდა, რომ გადაგვაგდეს, როგორც ხალხი, ისე ფიბაც, მაგრამ ფაქტია, ფიბას არენის ამბავი იმდენად არ აწუხებს და მათთვის პრიორიტეტი ევრობასკეტის კარგად ჩატარებაა. პრინციპში, ნეტა ჩატარდეს და გადააკეთონ ის 2 500-ანი არენაც, მაგრამ ჩატარდება რომ საერთოდ? იქნებ იმ 2 500 არენის გადაკეთებაც გადაიფიქრონ? ვინ იცის. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩატარდეს.

უბრალოდ, ვერ ვხვდებით, რატომ ამბობდა ყველა ოფიციალური პირი ერთხმად, რომ 15 000-იანი არენა უნდა აშენებულიყო? რატომ? ვინმე გაძალებდათ ამას?

სხვათა შორის, ამაზე პაატა გურასპაულს მუდმივად ჰქონდა საუბრები ფიბას კომიტეტში და ვრცელდებოდა განცხადებები, რომ არენის მშნებელობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

საინტერესოა, ასეთ განცხადებებს რის საფუძველზე ამბობენ ხოლმე ოფიციალური პირები? "ავაშენებთ არენას" და უკვე მერე ფიქრობენ, რომ "დაიცა, არენის მშენებელობა 200 მლნ ღირს. ამიტომ, მოდი, გადავაკეთოთ, რაც გვაქვს და ბიუჯეტს დავზოგავთ... აუფ, არ უნდა გვეხსენებინა ეგ ახალი არენა..."

რა აბსურდია?!

მკითხველს თუ არ ახსოვს იმდროინდელი განცხადებები, ჩვენ გაგახსენებთ:

პაატა გურასპაული (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ერთადერთი სუსტი წერტილი იყო არენა, რომელიც ჯერ არ გვქონდა. პრემიერ-მინისტრის წერილი კი იყო საფუძველი, რათა ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებს ჩვენთვის ნდობა გამოეცხადებინათ და დაეჯერებინათ, რომ 2021 წლისთვის ევრობასკეტისთვის საქართველოში აშენდებოდა მაღალი დონის არენა".

მამუკა ბახტაძე (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი): "ევრობასკეტის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ 15-ათასიან დარბაზს და დარწმუნებული ვარ, ეს არენა გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქისთვის".

სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი): "გერმანიაში დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი - დავპირდი, რომ ჩვენს დედაქალაქში აშენდება დიდი არენა ევრობასკეტისთვის. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და მჯერა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ყოველმხრივ მომზადებული შეხვდება".

კახა კალაძე (თბილისის მერი): "ვმასპინძლობთ ევრობასკეტს - ეს კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესია, რომ თბილისში აშენდება 15 ათას კაცზე გათვლილი არენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება".

ისეთი ტყუილი უნდა თქვა, ფეხები ჰქონდეს, დგომაც შეეძლოს და გაქცევაცო
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, საქართველომ მიიღო კონტინენტის საუკეთესო საკალათბურთო ტურნირის მასპინძლობის უფლება. გვჭირდება იდეალური საკალათბურთო არენა, რომელიც ფიბას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ხუთი თვის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილი იყო. ისე გადაწყვიტეს, რომ ახალი დარბაზი ვერ აშენდება, სპორტის სასახლე ვერ გადაკეთდება, რომ არც არავისთან არ ახსნეს და არც რეალურ მიზეზებზე ისაუბრეს.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაა, რადგან მათი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუძლიათ. მთავრობაში ალბათ გადაწყვიტეს, რომ ეს დარბაზი ზედმეტი ხარჯი და ზედმეტი თავის ტკივილია.

ორი წელი ნამდვილად იყო საკმარისი ახალი დარბაზის ასაშენებლად. მით უმეტეს, თუ პროექტიც იყო და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაც ჰქონდა. ამ ფონზე უკვე ისიც საეჭვოა, თუ როგორ გადააკეთებენ ოლიმპიურ სასახლეს.

დარბაზი, რომელი 2.5 ათას ადამიანს იტევს, 4-ჯერ უნდა გაწელონ და ტევადობა 10.5 ათას ადამიანზე გაზარდონ. ფაქტობრივად, ისევ ახალი დარბაზი უნდა ააშენონ... სავარაუდოდ, ჯერ უნდა მოანგრიონ ის, რაც იყო, მერე თავზე დააშენონ... ტრაგიკომედიაა.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ისე არ დასრულდება, რომ ევრობასკეტს ტელევიზორში ვუყუროთ...

altარც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

 

altპაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება დროულად შესრულდება

altევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

altსალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში

alt პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს

altგილოცავთ, საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს! [VIDEO]

altევრობასკეტი 2021-სთვის თბილისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 47 /
სინდის-ნამუს გარეცხილი ხელისუფლების ლაქია უნდა იყო, რომ მათ უმსგავსო საქციელით გამოწვეული "ნაფურთხები" სიფათები აულოკო. ვინც საქართველოს მოსახლეობას ნაცბანდასა ქოცხროვას გარდა ვერავოს ხედავს რა ვუწოდო იმ ხალხს არ ვიცი. ყველა იმ პიროვნებამ ვისი წომენტარებიც ჩვენ ვიხილეთ მინიმუმ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ. პატიოსანი პიროვნება საერთოდ გადადგებოდა საჯარო თანამდებობიდადნ, მაგრამ...თუ ძმა ხარ არ დააბლოკო.
emigranti
01:48 26-12-2019
5
ეს უკვე სპორტული საიტი აღარ არის სქელშუბლა მიშმადიდებლებმა წალეკეს აქაურობა! აბა ჰე, აიღეთ ხელში "ლაფათქა" და "ქაფჩა" და ისემც გიქნიათ სულაც
"მედისონ სჯკვერ გარდენის" ზომის სასახლე აგიშენებიათ! ოღონ თქვენი ჯიბის ფულით! ვინც დაგიშალოთ იმის კეთილებს მივუზომე რაც აკლიათ!
aburjga
22:32 25-12-2019
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული