ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" გახდა.
ანატოლი ბოისას მიერ გაწვრთნილმა რუსთაველებმა ქუთაისში გამართულ ფინალურ მატჩში "კაკტუსი" დამატებით დროში 89:86 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვეს.
მემორიალის საუკეთესო უკანახაზელად კაკტუსელი მაიკ დევისი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფორვარდის პრიზი რუსთაველ საბა ლობჯანიძეს ერგო.
რუსთაველთა კაპიტანი გოგა ცეკვავა საკანდელიძე-ქორქიას სახელობის თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით