კონფლიქტი NCAA-ში: კანზასური დერბი მასობრივი ჩხუბით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "კანზასი" და "კანზას სტეიტი" ხვდებოდნენ, მასობრივი ჩხუბით დასრულდა.

შეხვედრის ბოლო წამებზე, როცა ანგარიში 81:59 იყო "კანზასის" სასარგებლოდ, ანგარიშში ლიდერი გუნდის ცენტრმა სილვიო დე სოუზამ ეფექტური ბლოკშოტით დეჰუან გორდონს ბურთის ჩაგდების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ წაქცეულ მოწინააღმდეგესთან მივიდა და ზემოდან რაღაც დაჰყვირა.

ამ მოქმედების შემდეგ კი "კანზას უაილდკეთსის" კალათბურთელები დე სოუზას მისცვივდნენ და ჩხუბიც დაიწყო.

თუ კარგად დააკვირდებით, ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდში დე სოუზამ სკამი აიღო ხელში, თუმცა მისი გამოყენების საშუალება თავისივე გუნდის მთავარი
მწვრთნელის ასისტენტმა არ მისცა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული