ქართულ ALL STAR 2020-ში ადგილობრივებმა ლეგიონერები დაამარცხეს

AutoSharing Option
ხაშურის სპორტულმა კომპლექსმა სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩს, ALL STAR-ს უმასპინძლა.

ადგილობრივი და ლეგიონერთა გუნდების დაპირისპირება ადგილობრივთა გამარჯვებით, ანგარიშით 128:115 დასრულდა.

ტრადიციულად, გაიმართა კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში.

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული შონ რაუნდთრი გახდა (ქუთაისი).
ჩატენვების კონკურსი დევიდ მაკფარლანდმა (თსუ) მოიგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გიორგი კორსანტია (თსუ) გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მოთამაშეები და ინდივიდუალური ნომინაციების გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა
გურასპაულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოეს.

"ოლ სტარის" რეგიონებში ჩატარების ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული