ვალდის ვალტერსი: სასტუმროში ქართველმა ფულის სანაცვლოდ თამაშის გაყიდვა შემომთავაზა

AutoSharing Option
"პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიგის ვეფ-ისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილმა კალათბურთელმა ვალდის ვალტერსმა თბილისის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენა და თქვა, რომ ქართველები თამაშებს ყიდულობდნენ.

- საბჭოთა კალათბურთში როგორი მსაჯობა იყო?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით. თბილისში ჩემპიონატის ტურზე ჩავედით და მატჩის წინ ჩემთან სასტუმროს ნომერში ადამიანი შემოვიდა. მითხრა, აი, შენ ფული და თამაში დათმეო - თქვენ რა, გამოთაყვანდით, სად არის მორალი, სად არის პრინციპი? მე ყველას და იმავე გომელსკის წინაშე თამაშს გავყიდდი? რომ მას ნაკრებიდან ჩემი გაგდების საბაბი მისცემოდა? და მთავარი, შემდეგ ყველას
გაეგო, რომ ვალტერსის ფულით მოსყიდვა შეიძლებოდა?

ის კაცი წავიდა და ბოლოს მითხრა, რომ მაინც წავაგებდით. მიმანიშნა, რომ ვიღაც სხვას მოისყიდიდნენ. მართლაც, მერე გავიგე, რომ ჩვენმა ორმა მოთამაშემ მატჩი გაყიდა. იმ შეხვედრაში 45 ქულა ჩავაგდე და მაინც დავმარცხდით. უბრალოდ, არ მოგვაგებინეს.

- ფულის შემოთავაზება მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ?
- მხოლოდ მათ. ვფიქრობ, მსაჯებზეც მაგრად მუშაობდნენ. თუმცა, უნდა გავიხსენო, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით, მთელი ჩვენი მიკროავტობუსი რაფი ვეფ-ის უკანასკნელი მოდელის ტელეფონებით იყო სავსე. ყველა დონეზე მსაჯებისთვის მუდამ რაღაცებს ყიდულობდნენ და ჩუქნიდნენ.

მინსკსა და კიევში ყველაზე ლამაზი გოგონები იყვნენ. რა დასამალია, და ვინც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ქალაქში თამაშობდა, იქ მეგობარი გოგონები ჰყავდა. ეს სსრკ-ის ევროპული ნაწილის ყველა ქალაქს ეხებოდა. მხოლოდ თბილისში არ მუშაობდა. საქართველოს დედაქალაქს თავისი უპირატესობა ჰქონდა. ჩვენს დელეგაციას ერთხელ კასრი კონიაკი აჩუქეს. რა უნდა გვექნა, ჩემპიონატის ტურის 6 დღეში მისი დაცარიელება მოგვიწია. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამოცანას თავი წარმატებით გავართვით.

Sportall.Ge

სხვათა შორის, 2018 წელს ლატვიურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 1985 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვალდის ვალტერსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გადაბირება მოხდა, თუმცა თავად ვალტერსი სუკ-თან თანამშრომლობას უარყოფდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
აუ როგორ ვძულვართ პრორუსებს განურჩევლად ეროვნებისა. ვისაც ცხვრებივით სუკის თანამშრომლის ნათქვამის გჯერათ, ჯობია გადაიკარგოთ სადმე, საქართველოში თქვენი ადგილი არაა
Niko
14 ივნისი 2020 20:47
5
იმდენი მაგის დედა რა ვთქვი-ჯერ ერთი 45 ქულა არ ჩაუგდია,მეორეც ვეფს ვალტერსის დროს ბევრად ხშირად ვუგებდით და რატო უნდა მიეცათ ფული?და თურმე სხვაგან მსგავსი არაფერი ხდებოდა)))ბოლოში კარგად ჩანს რაზეც ყოფილა ჩაბოღმილი))ტიპიური რუსეთუმე განდილაა
BOSS
15 ივნისი 2020 01:54
2
სსრკ-ის ნაკრების თითქმის ყველა წევრი ვალტერს აუგად მოიხსენიებს! ბევრის ინტერვიუ მაქვს წაკითხული და ყველა ამბობს,რომ კარგი კალათბურთელი კი იყოო( მეც მახსოვს),მაგრამ არავისთან მეგობრობდა,ძალიან ჩაკეტილი იყო, მაგ თვისება კი ერთ ცნობილ უწყების აგენტებს ჰქონდათო!)))ფულის ამბავი რაღაც მეეჭვება,თანაც თბილისში -რიგის ვეფს ისედაც სულ ვუგებდით,თანაც იმ პერიოდში ,მაგი რომ თამაშობდა,არც საპრიზოს პრეტენდეტები ვყოფილვართ და არც გავარდნის,ფული რისთვის უნდა მიგვეცა?!კიდევ,მოთამაშე კალათბურთში,ფულს ვერ აიღებს-შეამჩნევს მწვრთნელი და იმ წუთში გამოცვლის. ჩაწყობა კალათბურთში შეიძლება მხოლოდ მწვრთნელის მონაწილეობით!
dima
15 ივნისი 2020 02:02
2
სანამ სტატიას ბოლომდე ჩავიკითხავდი თავიდან ის ვიფიქრე რაც ბოლოს წერია თვითონ რის ფასათ იძლევა ასეთ ინტერვიუს?
lado
14 ივნისი 2020 18:24
4
რა გაგიკვირდათ? ასეთი სიბინძურეები ფეხბურთშიც ხდებოდა და სხვა სახეობაშიც. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და იმაზე ვიზრუნოთ, მსგავსი არ გავიმეოროთ და შვილებსაც არ ვასწავლოთ. სამედიცინო ინსტიტუტში გელბახიანის დროს რაც ხდებოდა, ამაზე უარესი გულისამრევი არ იყო? მე მჯერა ამ კაცის მონათხრობი.
giorgi
14 ივნისი 2020 19:45
14
ხო,მიშას სომეხი ბაბუის დროს ხომ სულ თავისით ეწყობოდნენ სამედიცინოში!))) რა ავადმყოფი ხალხი ხართ ეს ნაცები,ოღონდ ქართველები აძაგოდ და ეშმაკს შეეკვრებით! ნუთუ ყველანი სომხები ხართ?!)))
giorgis
15 ივნისი 2020 02:09
7
ყველა გამოხმაურება
რიგის ვეფი,რომლის რიგებშიც ეს არაკაცი თამაშობდა,საშუალო დონის გუნდი იყო,რომელსაც ჩვენები 10-დან 8-ს უგებდნენ და რატომ უნდა ეყიდათ გაუგებარია,
ადრეულ 50-60იან წლებში,როდესაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ მაშინაც პრინციპულ თამაშს ჩვენთან აგებდნენ
ნიკ
15 ივნისი 2020 00:43
2
რიგის ვეფი ძალიან ძლიერი გუნდი არც 50-60-იანებში იყო. სკა-ში გეშლებათ ალბათ.
თენგო
15 ივნისი 2020 14:43
0
ვინმეს თუ გგონიათ რო მართალი არ იქნება ეს ამბავი, შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმი ლანჩხუთის გურიაზე, სადაც სიამაყით ამბობს კაცი რო, როცა ვერ მოისყიდა მოწინააღმდეგე გუნდი, წაგებული თამაშის მერე კომისარს ანგარიში გადააკეთებინეს და მოგებად ჩააწერინეს...
GATUZO
14 ივნისი 2020 19:18
12
დაანებე ძმა შენ თავი გურიას!!!
მეგობრული და მოქალაქეობრივი რჩევა იქნება ჩემი.
გურიამ რაც იმ მოკლე პერიოდში რეკორდული საქმეები გააკეთა ფეხბურთში ბარე სხვამ დაიტრაბახოს.
ფულით აკეთებდა ვითომ?
გატუზო,იუვეს და მილანს რამდენი სკუდეოც ნაყიდი აქვს იმდეთი თითო მილიონი მე და შენ!გაწყობს?
ევგრაფი
14 ივნისი 2020 21:57
4
და შენც დაიჯერე ხომ მაგ შაყირი?!))) როგორ წარმოგიდგენია მაგი-მოწინააღმდეგე გუნდი,მსაჯები და მაყურებელი დახოცეს?!))ბიჭო ,სსსრ-ის ჩემპიონატი იყო,შენი სოფლის კი არა!
კატუზო-ს
15 ივნისი 2020 02:15
0
ამათი რა უნდა დაიჯერო როცა თურმე სამმა ლიტველმა ხუთ ქართველს მოუგო როცა ყველაფერი პირიქით იყო ჩვენები ფულს გაძლევდნენ(რაც ცუდია რათქმაუნდა) რუსებს კი შიშით "აძლევდით"
კახა
15 ივნისი 2020 00:49
1
ასე შეტრიალებით გადმოცემული,სტაროსტინის წიგნში მაქვს წაკითხული.კახა,შენც იქ გაქვს წაკითხული, თუ სხვა ვინმემაც გაიმეორა იგივე სიცრუე?
სოსო
15 ივნისი 2020 09:06
0
სიცრუეა იმიტომ რომ საიდან უნდა გაეგო ორმა მოთამაშემ გაყიდა თამაში თუ სამმა.
თემო
15 ივნისი 2020 10:11
3
ჩაწყობილი თამაშები იყო, არის და იქნება. საბჭოეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. რანაირად ამბობს ვალტერსი მხოლოდ თბილისში ხდებოდაო? ან რაღაც ინტერესი ამოძრავებს ან ღვარძლი აქვს.
G.LA
15 ივნისი 2020 11:54
0
giorgi ზოგადად აღვნიშნე რო ეგეთები ხდებოდა სუსურუკუს დროს კალათბურთშიც და ფეხბურთშიც და დაუჯერებელიც არაფერიათქო. კონკრეტულად გურიას ამბავს რაც შეეხება, ვისაც არ ჯერა, აგერ ნახოს ეგ ფილმი https://www.youtube.com/watch?v=ldscBanwFeg
ფოთის კოლხეთს რაც გაუკეთეს პXXXობა ქვია მაგას, თორე არც გურიას ვერჩი ზოგადად.
ცუდი პრაქტიკა იყო, რომელიც გადმოგვყვა დამოუკიდებლობის მერეც.
თბილისის დინამოს პირველი საევროთასო რაუნდი გავიხსენოთ თუნდაც.
და შიდა ჩემპიონატებში რაც ხდებოდა და ხდება ეგ კიდე ცალკე ტრაგედიაა.
პ.ს. ანლაიქებს ვინც აკეთებს, ამით რამე შეიცვლება თუ რა გგონიათ? :D
gatuzo
14 ივნისი 2020 22:37
3

სიახლეები პოპულარული