ვალდის ვალტერსი: სასტუმროში ქართველმა ფულის სანაცვლოდ თამაშის გაყიდვა შემომთავაზა

AutoSharing Option
"პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიგის ვეფ-ისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილმა კალათბურთელმა ვალდის ვალტერსმა თბილისის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენა და თქვა, რომ ქართველები თამაშებს ყიდულობდნენ.

- საბჭოთა კალათბურთში როგორი მსაჯობა იყო?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით. თბილისში ჩემპიონატის ტურზე ჩავედით და მატჩის წინ ჩემთან სასტუმროს ნომერში ადამიანი შემოვიდა. მითხრა, აი, შენ ფული და თამაში დათმეო - თქვენ რა, გამოთაყვანდით, სად არის მორალი, სად არის პრინციპი? მე ყველას და იმავე გომელსკის წინაშე თამაშს გავყიდდი? რომ მას ნაკრებიდან ჩემი გაგდების საბაბი მისცემოდა? და მთავარი, შემდეგ ყველას
გაეგო, რომ ვალტერსის ფულით მოსყიდვა შეიძლებოდა?

ის კაცი წავიდა და ბოლოს მითხრა, რომ მაინც წავაგებდით. მიმანიშნა, რომ ვიღაც სხვას მოისყიდიდნენ. მართლაც, მერე გავიგე, რომ ჩვენმა ორმა მოთამაშემ მატჩი გაყიდა. იმ შეხვედრაში 45 ქულა ჩავაგდე და მაინც დავმარცხდით. უბრალოდ, არ მოგვაგებინეს.

- ფულის შემოთავაზება მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ?
- მხოლოდ მათ. ვფიქრობ, მსაჯებზეც მაგრად მუშაობდნენ. თუმცა, უნდა გავიხსენო, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით, მთელი ჩვენი მიკროავტობუსი რაფი ვეფ-ის უკანასკნელი მოდელის ტელეფონებით იყო სავსე. ყველა დონეზე მსაჯებისთვის მუდამ რაღაცებს ყიდულობდნენ და ჩუქნიდნენ.

მინსკსა და კიევში ყველაზე ლამაზი გოგონები იყვნენ. რა დასამალია, და ვინც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ქალაქში თამაშობდა, იქ მეგობარი გოგონები ჰყავდა. ეს სსრკ-ის ევროპული ნაწილის ყველა ქალაქს ეხებოდა. მხოლოდ თბილისში არ მუშაობდა. საქართველოს დედაქალაქს თავისი უპირატესობა ჰქონდა. ჩვენს დელეგაციას ერთხელ კასრი კონიაკი აჩუქეს. რა უნდა გვექნა, ჩემპიონატის ტურის 6 დღეში მისი დაცარიელება მოგვიწია. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამოცანას თავი წარმატებით გავართვით.

Sportall.Ge

სხვათა შორის, 2018 წელს ლატვიურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 1985 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვალდის ვალტერსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გადაბირება მოხდა, თუმცა თავად ვალტერსი სუკ-თან თანამშრომლობას უარყოფდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
იმდენი მაგის დედა რა ვთქვი-ჯერ ერთი 45 ქულა არ ჩაუგდია,მეორეც ვეფს ვალტერსის დროს ბევრად ხშირად ვუგებდით და რატო უნდა მიეცათ ფული?და თურმე სხვაგან მსგავსი არაფერი ხდებოდა)))ბოლოში კარგად ჩანს რაზეც ყოფილა ჩაბოღმილი))ტიპიური რუსეთუმე განდილაა
BOSS
15 ივნისი 2020 01:54
2
ამათი რა უნდა დაიჯერო როცა თურმე სამმა ლიტველმა ხუთ ქართველს მოუგო როცა ყველაფერი პირიქით იყო ჩვენები ფულს გაძლევდნენ(რაც ცუდია რათქმაუნდა) რუსებს კი შიშით "აძლევდით"
კახა
15 ივნისი 2020 00:49
1
ასე შეტრიალებით გადმოცემული,სტაროსტინის წიგნში მაქვს წაკითხული.კახა,შენც იქ გაქვს წაკითხული, თუ სხვა ვინმემაც გაიმეორა იგივე სიცრუე?
სოსო
15 ივნისი 2020 09:06
0
რიგის ვეფი,რომლის რიგებშიც ეს არაკაცი თამაშობდა,საშუალო დონის გუნდი იყო,რომელსაც ჩვენები 10-დან 8-ს უგებდნენ და რატომ უნდა ეყიდათ გაუგებარია,
ადრეულ 50-60იან წლებში,როდესაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ მაშინაც პრინციპულ თამაშს ჩვენთან აგებდნენ
ნიკ
15 ივნისი 2020 00:43
2
რიგის ვეფი ძალიან ძლიერი გუნდი არც 50-60-იანებში იყო. სკა-ში გეშლებათ ალბათ.
თენგო
15 ივნისი 2020 14:43
0
გიორგის კი არადა ევგრაფის ვუპასუხე. ბოდიში :D
ბოლო შემოთავაზებას რაც შეეხება, ქართულ გუნდებს რა ფულიც აქვთ ნაკეთები ჩაწყობილ ტამაშებზე, იმის 10 პროცენტიც გვეყოფა მე და შენ :D
gatuzo
14 ივნისი 2020 22:57
3
კიი,გვეყოფა გატუზო:))
ქრთამი რას მიქვია:)
ჩვენ ქართველებმა პატივისცემა ვიცით,
ხან ქურქს ვჩუქნით მსაჯებს და ხან კკდე რას...
ისე არც პრორუსული ვარ და არც კიდე რავიცი რას ეძქხიან.ეს ისე ლაიკების და დისლაიქების გასაგონად.
რეალისტი ვარ მე!
ევგრაფი
16 ივნისი 2020 18:05
0
giorgi ზოგადად აღვნიშნე რო ეგეთები ხდებოდა სუსურუკუს დროს კალათბურთშიც და ფეხბურთშიც და დაუჯერებელიც არაფერიათქო. კონკრეტულად გურიას ამბავს რაც შეეხება, ვისაც არ ჯერა, აგერ ნახოს ეგ ფილმი https://www.youtube.com/watch?v=ldscBanwFeg
ფოთის კოლხეთს რაც გაუკეთეს პXXXობა ქვია მაგას, თორე არც გურიას ვერჩი ზოგადად.
ცუდი პრაქტიკა იყო, რომელიც გადმოგვყვა დამოუკიდებლობის მერეც.
თბილისის დინამოს პირველი საევროთასო რაუნდი გავიხსენოთ თუნდაც.
და შიდა ჩემპიონატებში რაც ხდებოდა და ხდება ეგ კიდე ცალკე ტრაგედიაა.
პ.ს. ანლაიქებს ვინც აკეთებს, ამით რამე შეიცვლება თუ რა გგონიათ? :D
gatuzo
14 ივნისი 2020 22:37
3
აუ როგორ ვძულვართ პრორუსებს განურჩევლად ეროვნებისა. ვისაც ცხვრებივით სუკის თანამშრომლის ნათქვამის გჯერათ, ჯობია გადაიკარგოთ სადმე, საქართველოში თქვენი ადგილი არაა
Niko
14 ივნისი 2020 20:47
5
ვინმეს თუ გგონიათ რო მართალი არ იქნება ეს ამბავი, შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმი ლანჩხუთის გურიაზე, სადაც სიამაყით ამბობს კაცი რო, როცა ვერ მოისყიდა მოწინააღმდეგე გუნდი, წაგებული თამაშის მერე კომისარს ანგარიში გადააკეთებინეს და მოგებად ჩააწერინეს...
GATUZO
14 ივნისი 2020 19:18
12
და შენც დაიჯერე ხომ მაგ შაყირი?!))) როგორ წარმოგიდგენია მაგი-მოწინააღმდეგე გუნდი,მსაჯები და მაყურებელი დახოცეს?!))ბიჭო ,სსსრ-ის ჩემპიონატი იყო,შენი სოფლის კი არა!
კატუზო-ს
15 ივნისი 2020 02:15
0
დაანებე ძმა შენ თავი გურიას!!!
მეგობრული და მოქალაქეობრივი რჩევა იქნება ჩემი.
გურიამ რაც იმ მოკლე პერიოდში რეკორდული საქმეები გააკეთა ფეხბურთში ბარე სხვამ დაიტრაბახოს.
ფულით აკეთებდა ვითომ?
გატუზო,იუვეს და მილანს რამდენი სკუდეოც ნაყიდი აქვს იმდეთი თითო მილიონი მე და შენ!გაწყობს?
ევგრაფი
14 ივნისი 2020 21:57
4
სანამ სტატიას ბოლომდე ჩავიკითხავდი თავიდან ის ვიფიქრე რაც ბოლოს წერია თვითონ რის ფასათ იძლევა ასეთ ინტერვიუს?
lado
14 ივნისი 2020 18:24
4
გიორგის-ს.ქოცი და ნაცი არაფერ შუაშია.თუ კითხულობთ ან უსმენთ,ძველი თაობის მსახიობების,ან რეჟისორების ნაამბობს,ძალიან ხშირად ჰყვებიან,რომ გამოცდაზე ჩაიჭრნენ,მაგრამ ამისი შვილი იყო,ან კიდევ მეგობრის შვილი იყო,ანაც,რომელიღაც დამსახურებულ ადამიანს მოეწონა და მაინც მიიღეს.ეს პირდაპირ ქრთამი არ არის,მაგრამ მათ ხომ ვიღაცის ადგილი დაიკავეს,რომელმაც გამოცდებზე უკეთესი შედეგი აჩვენა?რაც შეეხება სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდებს,ჩემმა დამ იმ წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა სამედიცინოზე,რომელ წელსაც რექტორი,პეტრე გელბახიანი დააპატიმრეს.გასაოცარი სიმკაცრე იყო გამოცდებზე და ჩემი და რომ ჩაირიცხა,რაიონში,იმათ მშობლებს,ვისი შვილებიც მანამდე აბარებდნენ სამედიცინოზე,არავის სჯეროდა,რომ უფულოდ ჩაირიცხა.ჩემი თანასოფლელიც,რომელიც რამდენიმე წელი აბარებდა და ქულები აკლდებოდა,იმ წელს ვერა, მაგრამ მეორე წელს ჩაირიცხა სამედიცინოზე და კარგი ქირურგიც დადგა.ისიც და ჩემი დაც,პედაგოგის შვილები იყვნენ და ფული, არც ერთს არ ჰქონდა.ის რამდენიმე წელი,მართლაც ობიექტური გამოცდები ტარდებოდა.მეც მაგ ტალღაზე ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და და არც მე დამჭირვებია რამე. შიგნით ინსტიტუტში,უკვე ტრიალებდა ფული და ზოგიერთი,ასე იღებდა ნიშნებს,მაგრამ ეს მასობრივი არ იყო და არც გამოძალვის სახე ჰქონდა.მას უწერდნენ ნიშანს,თუმცა არც ნაღდ ჩამბარებელს უკარგავდნენ ცოდნას.ყოველ შემთხვევაში,ჩემს ფაკულტეტზე ასე იყო და ძლიერი ფაკულტეტიც გვქონდა.
სოსო
15 ივნისი 2020 17:34
0
ხო,მიშას სომეხი ბაბუის დროს ხომ სულ თავისით ეწყობოდნენ სამედიცინოში!))) რა ავადმყოფი ხალხი ხართ ეს ნაცები,ოღონდ ქართველები აძაგოდ და ეშმაკს შეეკვრებით! ნუთუ ყველანი სომხები ხართ?!)))
giorgis
15 ივნისი 2020 02:09
7
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული