თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბოლო 2 დღეა მთავარი თემაც ეს საკითხი გახლავთ.
სწორედ თორნიკეს ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისში მყოფმა მოქმედმა და ყოფილმა კალათბურთელებმა ერთობლივი ვიდეო ჩაწერეს და საქართველოს ნაკრების კაპიტანს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ასევე, საკუთარი პოზიციები "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელმა გოგა ბითაძემ და ესპანური "იბეროსტარ ტენერიფეს" ცენტრმა გიორგი შერმადინმაც დააფიქსირეს.