თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბოლო 2 დღეა მთავარი თემაც ეს საკითხი გახლავთ.
სწორედ თორნიკეს ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისში მყოფმა მოქმედმა და ყოფილმა კალათბურთელებმა ერთობლივი ვიდეო ჩაწერეს და საქართველოს ნაკრების კაპიტანს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ასევე, საკუთარი პოზიციები "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელმა გოგა ბითაძემ და ესპანური "იბეროსტარ ტენერიფეს" ცენტრმა გიორგი შერმადინმაც დააფიქსირეს.
იმ დღიდან მოყოლებული, მთელი წლის განმავლობაში ინგლისურ პრესაში მთავარი სალაპარაკო დევის ბექჰემის საქციელი იყო, უკლებლივ ყველა აკრიტიკებდა და ლანძღავდა ბექჰემს როგორ გაბედე არგენტინასთან წითელი ბარათის მიღება შენ გამო წავაგეთ ისტორიულ მტერთანო (ინგლის-არგენტინის ომი)
თამაშში მიღებული უსამართლო წითელის გამო გადაურბინეს ამხელა ბექჰემს, რომლის ცალი თითი მთელი ცსკას ფასია და აქ ნახევარი საქართველო ცდილობს გააპრავოს და არაპოლიტიკური იარლიყი მიაკეროს იმას რომ ტიპმა თავისი ქვეყნის დამპყრობელი არმიის სიმბოლიკით უნდა ირბინოს პარკეტზე და რუსეთის ჰიმნის ქვეშ ითამაშოს
უამრავი სპორტული ღალატის მაგალითი გამახსენდა დღეს და არც ერთი არაა ახლოს შენგელიას საქციელთან რამენაირად რომ გავაპრავო
ევროლიგის ტიტულის დედა ვატირე ცალკე, კალათბურთი არის ოკეანის იქეთ
თან როგორ გვარიგებენ და გვიხსნიან, თურმე ევროპაში ერთ ერთი უძლიერესი კლუბი ყოფილა და რაღას ვერჩით?
- შენ რომ ლანძღავ, ნეტავ ეგეთი ვაჟკაცები და მამულიშვილები ყველა იყოს ჩვენში.