მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)

AutoSharing Option
17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. ლიგის შესახებ ვრცლად დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართება და სამომავლოდ ტრადიციული გახდება.

ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებ-გვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში 165 მოთამაშე აირჩიეს. შერჩევის პროცესი ZOOM-ის საშუალებით, ონლაინ წარიმართა (რომელიც ფედერაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე LIVE-რეჟიმში გადაიცა) და
თითოეული გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

მოთამაშეთა ლიგის გუნდები ორ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითო ჯგუფში გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ნახევარფინალიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. მოთამაშეთა განვითარების ლიგაში გამოვლინდება გამორჩეული მწვრთნელი, სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგი საშუალებაა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ნომინაციების გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი.  მოთამაშეთა განვითარების ლიგას მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა კომპანია.

გუნდების შემადგენლობის სანახავად იხილეთ საქართველოს კალათბურთის ფედერეაციის ვებ გვერდი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული