დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, POST TV-ის ეთერში ემოციური მიმართვა გაავრცელა და თავის პრობლემაზე ისაუბრა.

ის ამბობს, რომ ჩინეთში გამგზავრება სურს, სადაც მისი ფეხმძიმე მეუღლე და 2 წლის შვილი არიან, მაგრამ ჩინეთის საელჩოში უსამართლოდ მოექცნენ და აპლიკაცია დაუხიეს. მან მიმართვისას ცრემლები ვერ შეიკავა.

დიქსონი საქართველოს მოქალაქეა და დახმარებას ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თუ რაიმე საშუალებაა უნდა დაეხმარონ, როცა გვჭირდებოდა პატიოსნად ემსახურა ნაკრებს და გასაჭირში გვერდით უნდა დაუდგეთ. ჩინეთის ვიზა რა ძნელი მისაღები გახდა. საინტერესოა რა მიზეზით არ აძლევენ.
emigranti
07 ნოემბერი 2020 04:04
1
ე ბიჯო, მიიღოს ზომები საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაც შეიძლება დროზე, უფუჭდება ამ კაცს საქმეები! ამ დამსახურებულ კაცს კი არა მხოლოდ, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს უნდა გაეწიოს დახმარება ასეთ შემთხვევებში.
giorgi
07 ნოემბერი 2020 12:07
0
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დავეხმაროთ. ოჯახთან და შვილებთან უნდა კაცს რომ წავიდეს,ამაზე მეტი მნიშვნელოვანი არაფერია ქვეყანაზე. საქართველოსთვის კაცურად ოფლი დაღვარა კალათბურთის მოედანზე და ამისთვის უნდა დავაფასოთ.
zaza
07 ნოემბერი 2020 14:05
0
ვისაც ევალება დაეხმაროს ამ კაცს და გულთან მიიტანოს მისი გასაჭირი. როცა დაგვჭირდა დაგვეხმარა და პატიოსნად ირჯებოდა საქართველოს ნაკრებში. წარმატებები მაიკლს
თენგაბი
07 ნოემბერი 2020 10:47
0
დიქსონის დამცირება,ამ შემთხვევაში საქართველოს დამცირებაა.გასაგებია,რომ ჩინეთსაც ჩაკეტილი ექნება საზღვარი,მაგრამ რაღაც გზა მაინც ექნებათ დატოვებული.თანაც ამ ბიჭისათვის დახმარება,ისედაც დამსახურებულია.
სოსო
07 ნოემბერი 2020 12:57
0
Xო და დავეხმაროთ
Ikiiki
07 ნოემბერი 2020 04:08
0
ეს კაცი ნამდვილად იმსახურებს გვერდით დგომას.
წარმატებები მას...
გულშემატკივარი
07 ნოემბერი 2020 12:00
0
დაეხმარეთ ამ კარგ კაცს ! რამდენი სიხარული,ლამაზი წუთი და გამარჯვება გვაჩუქა ქართველ ხალხს.
ლევანი
07 ნოემბერი 2020 11:41
0
ვინ არის ეს უსულგულო არაბული
ლევანი
07 ნოემბერი 2020 14:36
1
რა უბედურებაა
domenti
07 ნოემბერი 2020 12:00
0

სიახლეები პოპულარული