მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა სუპერლიგის "ტიტები" დატოვა და რუმინეთის "კლუჟ-ნაპოკაში" გადავიდა.

რუმინული კლუბის საიტი იტყობინება, რომ 30 წლის დიქსონს კონტრაქტი გაუფორმეს და გუნდში ლიდერის პრობლემა გადაჭრეს.

"აქ იმიტომ გადმოვედი, რომ დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. აქ "რეჯო-ემილიაში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელი პატრიკ რიჩარდი თამაშობს და მან კარგად დამიხასიათა გუნდი, ქალაქი და გულშემატკივრები, რომლებიც მთელ რუმინეთში საუკეთესონი არიან. გუნდთან ერთად მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლებ", - განაცხადა დიქსონმა, რომელიც "კლუჟ-ნაპოკას" მალე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი მაიკ, ერთ სეზონში შეგიძლია ესპანეთის საშუალო გუნდში გადასვლა, შემდეგ კიდევ უკეთესში, მოუმატე, კონკურენცია უნდა იყოს ნაკრებში, ბევრი ისტორიული მოგების მონაწილე ხარ და ქართველები ასე ადვილად არ ვივიწყებთ ჩვენს მეგობრებს. ასე რომ, გვეიმედები მაიკ და იმუშავე საკუთარ თავზე, შენ შეგიძლია დაეხმარო ისტორიულად ძლიერ ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებსაც კი!
0
დიდი მადლობა მაიკ, მარა ამ ეტაპზე ტედი უკეთესია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული