მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა სუპერლიგის "ტიტები" დატოვა და რუმინეთის "კლუჟ-ნაპოკაში" გადავიდა.

რუმინული კლუბის საიტი იტყობინება, რომ 30 წლის დიქსონს კონტრაქტი გაუფორმეს და გუნდში ლიდერის პრობლემა გადაჭრეს.

"აქ იმიტომ გადმოვედი, რომ დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. აქ "რეჯო-ემილიაში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელი პატრიკ რიჩარდი თამაშობს და მან კარგად დამიხასიათა გუნდი, ქალაქი და გულშემატკივრები, რომლებიც მთელ რუმინეთში საუკეთესონი არიან. გუნდთან ერთად მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლებ", - განაცხადა დიქსონმა, რომელიც "კლუჟ-ნაპოკას" მალე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Გასაოცარ რეგრესს განიცდის ეს კალათბურთელი. Მაკფადენი ორი თავით სჯობია
ბაბუაწვერა
23:05 06-01-2021
0
რუმინეთზე ფარჩაკი ქვეყანა არ არსებოქს ევროპაში, თვით საქართველოზე ფარჩაკია.
სტატუს ქუო
21:58 06-01-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული