ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის კოლეჯთა ლიგის სეზონი 24 ქულით გახსნა

AutoSharing Option
გამარჯვებით დაიწყო კორონავირუსის გამო გვიან და შემჭიდროვებულად დაწყებული სეზონი ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერლენდმა”, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს. ქართველი უკანახაზელის ლიდერობით კასპერელებმა სამხრეთ აიდაჰოს კოლეჯი 83:67 დაამარცხეს.

ნატალია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 32 წუთი დაჰყო. ოთხმეზურმა 4-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 24 ქულით ნატალია მატჩის ბომბარდირი გახდა, რასაც 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. ქართველის შემდეგ გამარჯვებულთა გუნდში
21 ქულითა და 14 მოხსნით კობი კინგ-ჰოუი გამოირჩა.

28 იანვარს ოთხმეზურის გუნდი სამხრეთაღმოსავლეთ კოლეჯის გუნდს შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გოგოა ნატალი.ცარმატებები ვუსურვოტ ნატალის.
vagneri janashia.
00:09 24-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული