გამარჯვებულთა რიგებიდან ნიკოლა კალინიჩი და კლემან პრეპელიჩი გამოირჩნენ, რომლებმაც თანაბარი, 22-22 ქულა ჩააგდეს.
რაც შეეხება ცსკა-ს, ნიკოლა მილუტინოვისა და თორნიკე შენგელიას გარეშე დარჩენილ გუნდს მაიკ ჯეიმსმა ულიდერა. ამერიკელის ანგარიშზე 37 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. აღსანიშნავია ჯეიმსის 6 დაკარგვა, რაც მეტისმეტად ბევრია.
ცსკა 16 გამარჯვებითა და 8 მარცხით ევროლიგის ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს რუსები 19 თებერვალს ჩაატარებენ.
როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა, თორნიკე შენგელიას მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც რამდენიმე შეხვედრას დააკლდება. გუშინდელ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა ძალაა თორნიკე ცსკა-სთვის.
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს