17 წლის შემდეგ პირველად აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადაზე დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის ნაკრებმა აშშ-ს 83:76 სძლია.

ეს ოლიმპიადაზე 2004 წლის შემდეგ ამერიკელთა პირველი წაგებაა - მაშინ ნახევარფინალში არგენტინასთან 81:89 დამარცხდა.

მას შემდეგ სამ ოლიმპიადაზე აშშ-მა ზედიზედ 25 მატჩში იზეიმა გამარჯვება.

ფრანგებთან ამერიკელთაგან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი "მილუოკიში" NBA-ს წლევანდელი ჩემპიონი დრიუ ჰოლიდეი იყო.

"ბოსტონის" ფრანგმა ლეგიონერმა ევან ფურნიემ 28 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი თანანაკრებელი რუდი გობერის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნაა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ამერიკელთა ჰეგემონია ამ ოლიმპიადაზე არ დაემხო, შედეგ ოლიმპიადებს ამერიკა აუცილებლად წააგებს, რადგან ნბა-ს ლიდერები სწორედ სხვა ქვეყნების კალათბურთელები იქნებიან.
ჟორა გაბრიჭიძე
22:35 26-07-2021
0
თუ გადახედავთ ნბა-ს,ძირითადი წამყვანი მოთამაშეები ევროპელები არიან
გრიგოლი1408
15:02 26-07-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული