საფრანგეთმა იტალია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთში მეოთხედფინალურ სტადიაზე ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საფრანგეთის გამარჯვებით, 84:75 დასრულდა.

"ლურჯების" რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა ბატუმი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 14 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

"იუტა ჯაზის" ცენტრმა რუდი გობერმა 22 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება იტალიას, სიმონე ფონტეჩიომ გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე სლოვენია იქნება, რომელმაც,
თავის მხრივ, გერმანია 94:70 დაამარცხა.

საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვდა ამერიკაც, რომელმაც ესპანეთს 95:81 სძლია.

შეგახსენებთ, მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა ავსტრალიასა და არგენტინას შორის გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული