მიმდინარე ზაფხულს მერაბ რატიშვილი მეორე მსოფლიოს ჩემპიონატს მოემსახურება

AutoSharing Option
კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი მერაბ რატიშვილისთვის. ერთადერთი ქართველი ფიბას კომისარი ამ ზაფხულს დიდად დატვირთულია და უკვე მეორე მსოფლიო რანგის შეჯიბრებას მოემსახურება. გასულ, ივლისის თვეში რატიშვილი ფიბას დელეგატის რანგში მოემსახურა მსოფლიოს 19 წლამდე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს, ახლა კი ამ ასაკის ქალთა მსოფლიო პირველობაზეც მიიწვიეს.

7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, უნგრეთის ქალაქი დებრეცენი 19 წლამდე ქალთა მუნდიალს უმასპინძლებს და ფიბამ ამ ტურნირის მომსახურე დელეგატთა შორის მერაბ რატიშვილიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 19 წლამდე ვაჟთა და 19 წლამდე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის რატიშვილი კომისრის
რანგში ფიბას 20 წლამდე ვაჟთა და 18 წლამდე ქალთა ჩელენჯერებსაც მოემსახურა. ორივე ტურნირს საბერძნეთის ქალაქმა ირაკლიონმა უმასპინძლა.

ზაფხულის პერიოდში 4 უმაღლესი რანგის ტურნირზე მიწვევა ფიბას მხრიდან ქართველი კომისრის მიმართ დიდი ნდობისა და დაფასების გამოვლინებაა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული