ამერიკამ საფრანგეთი ბრძოლაში დაამარცხა! შტატელების ზედიზედ მეოთხე ოქრო ოლიმპიადაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოლუმპიური თამაშების მე-15 სათამაშო დღეს კალათბურთში გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოლიმპიური ოქროს მედალი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. აშშ-ს დღევანდელი მეტოქე საფრანგეთი გახლდათ, შეხვედრა 87:82 დასრულდა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ჯეისონ ტეიტუმმა 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება საფრანგეთს რუდი გობერმა და ევან ფურნიემ 16-16 ქულა ჩააგდეს, ნანდო დე კოლომ 12 ქულა და 7 გადაცემა მიითვალა.

დღეს, 7 აგვისტოს მე-3 ადგილისთვის
შეხვედრაც გაიმართება, სადაც ერთმანეთს სლოვენია და ავსტრალაი დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული