ლუკა უმედლოდ დარჩა... ავსტრალია ბრინჯაოს მედლის მფლობელია

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების მე-15 სათამაშო დღეს კალათბურთში მე-3 ადგილისთვის სლოვენია და ავსტრალია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ავსტრალიელთა გამარჯვებით 107:91 დასრულდა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, პატი მილსი გახლდათ, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 42 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გამოირჩა ჯო ინგლესიც, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რაც შეეხება სლოვენიას, ლუკა დონჩიჩმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, ლუკა და სლოვენია უმედლოდ დარჩნენ, ავსტრალია კი შინ ბრინჯაოს
მედლით დაბრუნდება.

შეგახსენებთ, მამაკაცებს შორის ტურნირის გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთი 87:82 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული