ფიბაში ქართველი მსაჯების რიცხვი და სტატუსი გაიზარდა

AutoSharing Option
საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მსაჯების რაოდენობა და დამსახურება იზრდება. რამდენიმე დღის წინ ფიბას ლიცენზია კიდევ ერთმა ქალბატონმა, მაკა შალამბერიძემ მიიღო, ხოლო მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბას მსაჯთა იერარქიულ საფეხურზე დაწინაურდნენ.

საქართველოს ისტორიაში აქამდე ერთადერთი ფიბას ლიცენზირებული ქალბატონი ჰყავდა – მაკა კუპატაძე. ამიერიდან მას მოსახელე – მაკა შალამბერიძე შეემატა, რომელმაც 27 წლის ასაკში მიიღო ფიბას ლიცენზია და ამიერიდან, სუპერლიგასა და შიდა ჩემპიონატებთან ერთად, საერთაშორისო მატჩებს მოემსახურება.

ამავდროულად, ფიბამ ეგრეთ წოდებული შავი ლიცენზია მიანიჭა მიხეილ ვართანოვსა და კირილე თვაურს. ორივე მათგანი წელიწადზე
მეტია, ფლობენ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზიას, თუმცა მათ აქამდე ტურნირების მომსახურების არეალი შეზღუდული ჰქონდათ. შავი ფერის ლიცენზიის მიღების შემდეგ კი ვართანოვს და თვაურს ფიბას მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ტურნირის მატჩების მომსახურება შეუძლიათ.

Sportall.Ge

ფიბას სანაკრებო და საკლუბო ტურნირები შემოდგომიდან განახლდება და საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ქართველი მსაჯებიც საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ვართანოვთან, თვაურთან და შალამბერიძესთან ერთად საქართველოს კიდევ 2 ფიბას ლიცენზირებული არბიტრი ჰყავს – მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ლიცენზირებულ მსაჯთა რიცხვი 5-ს შეადგენს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული