საქართველოს პრეზიდენტი "ევრობასკეტ 2022"-სთვის საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრობასკეტ 2022’’-სთვის თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მშენებარე საკალათბურთო დარბაზი დაათვალიერა, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

დარბაზის მშენებლობის პროცესი საქართველოს პრეზიდენტს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გენერალურმა მდივანმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა გააცნეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობით, საქართველომ მომდევნო ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და „ევრობასკეტ 2022“-სთვის საქართველოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე და უახლესი ინვენტარით აღჭურვილი საკალათბურთო დარბაზი, რომელიც 10 000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.

დარბაზის მშენებლობას მონიტორინგს უწევს საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია (FIBA). 2021
წლის დეკემბერში, საქართველოში ჩატარდება FIBA-ს ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომლის წევრები საბოლოოდ შეაფასებენ ევრობასკეტისთვის ახალაშენებულ დარბაზს. 2022 წლის თებერვლიდან ახალ დარბაზში დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ევრობასკეტის ჩატარება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული