კირილე თვაურს 13 და 20 ოქტომბერს ფიბა-ევროპის თასის 2 მატჩზე მოუწევს მსაჯობა. პირველი შეხვედრა რუმინეთში, “ორადეასა” და პოლონურ “ლეგიას” შორის გაიმართება, ხოლო ერთ კვირაში იგი საბერძნეთში, “იონიკოსისა” და ბელგიური “ანტვერპენის” მატჩს მოემსახურება.
მიხეილ ვართანოვი 14 ოქტომბერს თურქეთში, ქალთა ფიბა-ევროპის
თასის მატჩს იმსაჯებს, რომელშიც “ჰათაი” რუსეთის “ენისეის” დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, მიმდინარე სეზონში ქართველი კომისრისთვის ეს მეორე გასვლაა. პირველად იგი სექტემბრის ბოლო რიცხვებში კრასნოიარსკში, ფიბა-ევროპის ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს მოემსახურა, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. 16 ოქტომბერს რატიშვილი "ვი-თი-ბი ლიგის" მატჩზე იმუშავებს, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, “ასტანასა” და პოლონურ “ზელიონა გორას” შორის გაიმართება.
GBF.GE