ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის წარმოადგენს საარჩევნო წელს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021
წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 14 /
გასაგებია, რომ გარანტიები აქვს და მაგიტომ დააყენა კანდიდატურა, უფრო მეტიც, უკვე შეგვიძლია გამარჯვება მივულოცოთ, მაგრამ ან პარლამენტარი იყოს ან ფედერაციის პრეზიდენტი, ორი საქმის კეთება ჩემთვის ნიშნავს რომ არცერთს აკეთებს ნორმალურად!
Irakli
17:15 01-12-2021
2
თუ მართლა კალათბურთის განვითარება და წინსვლა უნდოდა ვინმეს ზაზა ფაჩულიას და მის გუნდს შიო ხეცურიანის სახით დაუჭერდა მხარს, არ გინდათ და ვიქნებით ასე რამდენიმე ნიჭიერის იმედათ გავიბრწყინებთ შიგა და შიგ, მერე ამ ნიჭიერებიდან ერთი ან რამდენიმე ტრამვას მიიღებს ვიღაცას არ გაათავისუფლებენ და ჩავფლავდებით ისევ და ვიქნებით არც იქეთ არც აქეთ.
3

სიახლეები პოპულარული