SOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

AutoSharing Option
საქარველოში ვიზიტად მყოფმა FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრებმა ევრობასკეტ 2022-ისთვის მშენებარე დარბაზი დაათვალიერეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა განაცხადა, რომ მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილოა:

„ახლახან დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან, დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროცესი ვნახეთ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტ-აპრილში ვიყავი, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამ დროის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროზე დამთავრდეს. გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და სამუშაოები ძალიან
სწრაფად უნდა გაგრძელდეს.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალურია, ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც მზად იყოს, აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“.

მკითხველის კომენტარები / 23 /
სამარცხვინო მთავრობა და კალათბურთის ფედერაცია!
სანი
21:26 05-12-2021
3
1 თვით მაინც გამოუშვით ის კაცი.
გიორგი
20:30 05-12-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული