ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იქნება

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნება - ვიქტორ სანიკიძე. ამის შესახებ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ პაატა გურასპაულსა და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ამჟამად პარლამენტარ ვიქტორ სანიკიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პაატა გურასპაული:

"მომავალ არჩევნებზე საერთო გუნდით წარვდგებით და ეს კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება".

ვიქტორ სანიკიძე:


"მადლობა ბატონ პაატას, რომ მომავალზე შევჯერდით. ასევე, სახელმწიფოს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ გაჟღერდა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და საერთო საქმეები უნდა გავაკეთოთ - პირველ რიგში, მოახლოებული ევრობასკეტი სამაგალითოდ ჩავატაროთ".

შეგახსენებთ, საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021
წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).

altღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

altSOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

altგურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

 

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვიკა რომ მონაწილეობს ამ ფარსში ესაა გულდასაწყეტი თორემ სხვები რაცაა გურასპაულის ჩათვლით გასაგებია.
0
მე მინდა ვკითხო ქართველ ჟურნალისტებს, რატომ ეგუებით და ხმას არ იღებთ იმ საშინელებაზე რასაც სახელმწიფოს მხრიდან სპორტში ჩარევა ქვია? რაგბის არჩევნებზე ერთი კანდიდატი, ფეხბურთის ფედერაციაში ერთი კანდიდატი, კალათბურთში ერთი. როგორ არავინ გამოჩნდა ალტერნატივა რომ სურვილი ქონდეს არჩევნებში მონაწილეობის? რატომ უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ ტოტალურად სპორტული ფედერაციები? დაინგრა საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, ევროპაში ჩვეულებრივ კლუბებშიც კი 4-5 კანდიდატი მონაწილეობს. სამწუხაროდ თქვენი დუმილით ხელს უწყობთ ნეპოტიზმს და კორუფციას. სანამ რაგბი თავისუფალი იყო სახელმწიფო ჩარევისგან მანამდე ვითარდებოდა, ეხლა რასაც წარმოვადგენთ ყველა ხედავს.
semi
13:01 09-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული