"არასდროს ცხოვრებაში ამ მატყუარებს აღარ უნდა დავუჯეროთ..." - ლეგენდარული კალათბურთელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ყოფილმა ლიეტუველმა კალათბურთელმა და "საკრამენტო კინგსის" ერთ-ერთი ლიდერის, დომანტას საბონისის მამამ, არვიდას საბონისმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ბევრის თქმით, არვიდასი ლიეტუვის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც ამავდროულად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გამოდიოდა, თუმცა, როგორც კი მისმა სამშობლომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილეთ.

"არასდროს ცხოვრებაში ამ მატყუარებს აღარ უნდა დავუჯეროთ. მშვიდობის ქვეყანა... ესაა მშვიდობა? ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. აქ სიტყვები ზედმეტია. სურვილიც კი აღარ მაქვს, რომ მათთან რაიმე სახის კონტაქტი მქონდეს.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რუსი მოსახლეობის 70% ამ ომს მხარს უჭერს. რა
თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნება" - განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

საბონისმა ისიც დასძინა, რომ ესაუბრა ყოფილ სპორტსმენს, ალექსანდრ ვოლკოვს, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელში სამხედრო აღჭურვილობით გამოჩნდა, რათა სამშობლო თანამემამულეებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზევე დაეცვა.

სანამ არვიდასის სიტყვებზე საუბარს გავაგრძელებთ, შეგახსენებთ მის მიღწევებს - სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი, მადრიდის "რეალთან" ერთად ევროლიგის ჩემპიონი, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "პორტლენდის" კალათბურთელი და ლიგის დიდების დარბაზის წევრი; დღეს კი ლიეტუვის საკალათბურთო ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსული კლუბები ევროლიგიდან უნდა გარიცხონ. ძნელია თქმა, თუ როდის იქნება მათი დაბრუნება შესაძლებელი, გაურკვეველია, რა მოხდება ამ ომთან დაკავშირებით".

რთულად წარმოსადგენი სცენარი

საბონისს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ იასპარეზებენ უკრაინელები იმ ტურნირებში, რომლებშიც რუსებიც იქნებიან ჩართულები...

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაუწევენ უკრაინელები რუსებს წინააღმდეგობას. რთული წარმოსადგენია ეს სცენარი. სლავები ხოცავენ სლავებს, ერთი სლავური ხალხი თავს მეორე სლავურ ხალხს დაესხა. საშინელებაა, ძმა ძმას კლავს".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
პარანოია შეპყრობილ პუტინსაც ყავს მხარდამჭერები: ორი ძალა, ერთია ოლიგარქიული კასტა , რომელიც ხელისუფლებასთან შეზრდილია და კომპარტიულ კგბ-შნიკური ფესვები აქვს თავად პუტინივით, ეს კასტა თავადაა ხელისუფლება, ერთდროულად პოლიტიკას და ბიზნესს მართავენ და რუსეთის სიმდიდრის უდიდეს ნაწილს ფლობენ როგორც პირად საკუთრებაში, ისე როგორც სახელმწიფო მენეჯერები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ან მთავრობის და პარლამენტისა , პირადად , როგორც საკუთარს, ისე მართავენ რუსეთის სახელმწიფო ქონებას და სახსრებს, პუტინის ფრთისქვეშ ! მეორე ძალა ისტორიულია - 50 მილიონი ტელერადიოდამოკიდებული ტლუ, ლოთი, გაუნათლებელი, პირდუჟიანი დერჟიმორდაა , რომელიც დარწმუნებულია რომ პუტინი ღმერთკაცია, ეროვნული გმირია, რომ რუსეთი ამერიკისგან და ევროპისაგან მამულის დასახსნელად ეროვნულ გამანთავისუფლებელ ბრძოლას ეწევა, მისი ხელმძღვანელობით და საერთაშორისო სამართლის ძალით 1945 წლის მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას არსებულ საზღვრებში უნდა აღადგინოს საკავშირო სახელმწიფო, ანუ, სსრკ იყო ნებაყოფლობითი, სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი , კანონიერი და ის ამერიკამ და ევროპამ დაიპყრეს ნაწილნაწილ და ახლა პუტინი აღსადგენად ომობს, ანუ ეს მესამე სამამულო ომია და უკრაინას კი არა, ისიც დაპყრობილია-ამერიკას ებრძვიან უკრაინის გასანთავისუფლებლად, მერე მოლდავეთის ჯერია, ჩვენზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მუხლის ჩოქვით გვითხოვია დაგვეხმარეთ მიგვიღეთო -დაგვეხმარნენ, მიგვიღეს ! როდის, სად , როგორ , არ იცის ! ბოლოს გაანთავისუფლებს ბალტიისპირეთს და სევ-ს თავიდან შეკრავს სოციალისტურ ბანაკად !!!!!!!?????? პუტინი რომ პარანოიდია ცხადია-ისტორიული სამართლიანობის სინდრომი აქვს , ეჩვენება რომ მესიაა, მახვილით გველეშაპს ებრძვის-მახვილითვე განიგმირება, ცხადია, ეს ოლიგარქები უბრალოდ გარემოების მსხვერპლი თავკერძი მედროვეებია - უგვანო, ზეროები , ფულისა და პუტინის მონები, მაგრამ ეს 50 მილიონი რომ ცოფიანი ძაღლია , ესაა უბედურება, სხვათაშორის ეგ 50 მილიონი ბატრაკი ალექსანდრე მესამის დროიდან მოდიან , მამამისისაც , ეს როცა გაორმაგდა რუსეთის მოსახლეობა და საკვები ძველებურზე მეტად არ ყოფნიდათ, მოსდევს რუსეთს ისტორიულ უბედურებად-წყევლად ადრე ჩადენილი ბოროტობებისათვის , ნიკოლოზ მეორე მაგათ დაამხეს სწორედ ბოლშევიკთა ხელმძღვანელობით და არაერთხელ გადაწვეს კრემლი, ზამთრის სასახლე და დანარჩენი რუსეთი სამოქალაქო ომისას , პაგრომშიკები, განმკულაკებელი , ჯალათები-რევოლუციის ჯარისკაც პროლეტართა ბირთვი - უსახლკარო, უმამულო , ერთი ჩემოდანი ქონებით და მხარზე შაშხანა ხიშტით, ომობს ! ამათ სიტყვით ვერ შეასმენინებ , აქ ძალაა საჭირო , არის იქ კიდევ ასი მილიონი , ხმას ვერ იღებს , ასი წელია მონაა, დახოცავს პუტინი ხმა რომ ამოიღონ , აი იმათ მიუსევს , ფულს ოლიგარქები გადაიხდიან , ეს ბოროტების იმპერია კი არა, ეს ბოროტების წყაროა !
ალექს
07:17 15-03-2022
1
ამჟამად იოკიჩი უკვე სჯობს
ქიტესა
18:59 14-03-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული